სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლა
2015 – 2016 სასწავლო წელი
უცხო ენების კათადრა
გაკვეთილის გეგმა
-----------------------------------------------
V კლასი
მასწავლებელი
ირინე ბრუნჯაძე
|
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
Androcles
and the Lion (fable by
Aesop)
|
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი (დონე 3)
|
|
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
9
|
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი
ხელს შეუწყობს ჯგუფური უნარ – ჩვევების დახვეწას, მოსწავლეები შეძლებენ როგორც დაგროვილი
ლექსიკის გაააქტიურებას, ასევე ლექსიკური მარაგის ახალი სიტყვებით გამდიდრებას.
მთავარი გზავნილია მორალი „მადლიერება კეთილშობილური სულის ნიშანია“ – Gratitude
is the sign of the soul”
|
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
·
მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური
მასალის გამოყენებით დასვამენ/უპასუხებენ კითხვებს და გაითამაშებენ მარტივ სცენებს.
·
გაუჩნდებათ ინტერესი
უცხო სამყაროს მიმართ.
·
თანდათანობით გაუუმჯობესდებათ კითხვის უნარი.
·
ეჩვევიან კითხვის სხვადასხვა სტრატეგიისა თუ სახეობის გამოყენებას (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
·
შეძლებს ასევე ენობრივი მარაგის უფრო თავისუფლად გამოყენებას
როგორც სიმულაციური, ისე რეალური კომუნიკაციის დროს.
·
აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ
კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს (მაგ.,
სადღესასწაულო ზნე-ჩვეულება, კნინობითი ფორმები, ჟესტიკულაცია და სხვა);
|
|
წინარე ცოდნა
|
უნდა ფლობდნენ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, დაგროვილი
უნდა ქონდეთ ახალ მასალასთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი.
|
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
დაკვირვების ობიექტია თუ რამდენად კარგად ართმევენ
თავს მოსწავლეები ჯგუფში დაკისრებულ მოვალეობებს, მონაწილეობს თუ არა თითოეული მათგანი.
ახერხებენ თუ არა უცხო სიტყვების დამუშავებას
ანუ მზა ფურცელზე ამოწერას, მათი მნიშვნელობების ამოცნობას ლექსიკონის გამოყენებით,
მასწავლებლის დახმარებით თუ კონტექსტზე დაყრდნობით და საბოლოოდ
დამახსოვრებას. მთლიანობაში ახდენენ თუ არა წაკითხული ტექსტის სრულყოფილად გააზრებას.
|
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, ინტერნეტში მოძიებული დამატებითი მასალა, რვეული, კალამი, ფანქარი, მაკრატელი, მზა ფურცლები, ცარცი,
დაფა და საპრეზენტაციო ფაილი.
|
|
გაკვეთილის
მსვლელობა/მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო
საკითხები (2წთ)
} A ფაზა (გამოწვევა) (10წთ).
ვატარებთ დიაგნოსტიკურ
გამოკვლევას; ვიწყებთ გონებრივ იერიშით ე.ი.
ვახდენთ შესასწავლი ტექსტის მიმოხილვას (რას გვასწავლის იგავი? თვითონ ავტორზე
საუბარი და იცნობენ თუ არა ამ იგავის ქართულ ვერსიას). წინასწარ მიცემულ სიტყვებს
ვუკავშირებთ ახალ მასალას.
} B ფაზა (შინაარსი) (25წთ).
} ჯგუფებად განაწილების შემდეგ დაურიგდებათ ინტერნეტში
მოძიებული მასალა „ანდროკლესა და ლომის“ შესახებ და ადარებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ნაწყვეტს, აკვირდებიან
პერსონაჟთა ფოტოებს, ტექსტში პოულობენ უცხო
სიტყვებს, გახაზავენ ფანქრით და ამოწერენ მზა ფურცლებზე, სადაც უწერენ ქართულ მნიშვნელობას.
(ჯგუფურ სამუშაოში ჩართულია ყველა ზოგიერთი
უცხო სიტყვებს დაეძებს ტექსტში, ზოგიერთი ლექსიკონში, ეკითხებიან მასწავლებელს, ამოიცნობენ კონტექსტიდან
და თარგმნიან). ამის შემდეგ მოხალისეები ამოწერილ სიტყვებს ჭრიან მაკრატლით სათითაოდ, გადააწოდებენ ერთმანეთს
და ხმამაღლა იმეორებენ ქართულ მნიშვნელობებსაც, ბოლო მონაწილე კი ალაგებს მაგიდაზე
(ხშირი გამეორება ხელს უწყობს ახალი სიტყვების გააქტიურებას).
შემდეგ თითოეულს დაურიგდებათ ორ–ორი სიტყვა, რომლებსაც
ისინი ძებნიან ტექსტში და სწავლობენ წინადადებით. სიტყვის ამოძახებისას ან კითხვის
დასმისას ვაკვირდები აქტიურობს თუ არა ის
მოსწავლე, რომელსაც ეს სიტყვები უნდა ქონდა მიცემული.
ცოდნის
სტრუქტურის გასაანალიზებლად ვთავაზობ ე.წ. mind map - ს ანუ გონებრივ რუკას, რომელზეც
ისინი ჩამოწერენ ჯერ პერსონაჟებს და მერე
ამ პერსონაჟებთან დაკავშირებულ სიტყვებს (სასურველია დაახასიათონ ისინი ზედსართავი
სახელებით kind, evil, cruel etc). იხ. სქემა №1.
ვაკვირდებით ტიპურ
შეცდომებს მოსწავლეთა ნამუშევარში.
C
ფაზა (შეფასება 8წთ) შეჯამებისთვის
ვსვამ მაფოკუსირებელ შეკითხვას რა ისწავლეს,
როგორ შეასრულეს, რა დაეხმარათ და რით არის სასარგებლო დღევანდელი გაკვეთილი? მოსწავლეები
ასრულებენ ბოლო აქტივობას: ჩამოწერენ ფურცელზე გაკვეთილზე ნასწავლ სიტყვებს ან ერთი – ორი მარტივი წინადადებებით ახასიათებენ
მათთვის სასურველ პერსონაჟს (ზოგიერთი ინგლისურად, ზოგიერთი ქართულად). საშინაო დავალება: უპასუხებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს და გაითამაშებენ
მარტივ სცენას.
|
|
EMPEROR
|
|
MASTER
|
|
LION
|
|
ANDROCLES
|
|
Characters
(პერსონაჟები)
პერსონაჟები)
|
|
ANDROCLES
AND THE LION
|
No comments:
Post a Comment